Saturday, 9 July 2016

სასწავლო პროექტის მიზნები და ამოცანები

        მოსწავლეები შეძლებენ:
    მოიძიონ  ადგილობრივი მეწარმეებისაგან  ინფორმაცია ტიტების ბოლქვების შეძენის,მათი მოვლა-მოყვანის და რეალიზაციის შესახებ ბოლო 5 წლის განმავლობაში.
მონაცემებზე დაყრდნობით არსებული თანხისა და ფართობის გათვალისწინებით შეადგინონ უტოლობები ბოლქვების შეძენის შესახებ,ააგონ გრაფიკები ტიტების წარმოებისა და რეალიზაციის შესახებ.
.   დააკვირდნენ მიღებულ გრაფიკს და გააკეთონ ანალიზი ყვავილების მცირე ბიზნესში თანხისა და ფართობის რაციონალურად გამოყენების შესახებ.                                                       შერჩეული აუდიტორიისათვის წარმოადგინონ პრეზენტაცია, მოამზადონ ბროშურა რეკომენდაციებით და გადასცენ სკოლის ბიბლიოთეკას და ყვავილების ბიზნესით დაინტერესებულ პირებს.

No comments:

Post a Comment