Sunday 17 July 2016

მეშვიდე დრის რეფლექსია

გადავხედეთ მოსწავლეთა ნამუშევრებს, ვიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასებებზე, ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება.

Friday 15 July 2016

მეექვსე დრის რეფლექსია

გავეცანით საავტორო უფლებებს,გავაკეთეთ პრეზენტაცია მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესახებ,გავეცანით გამოყენებული ინფორმაციის შაბლონებს და ვისწავლეთ საკუთარ პრეზენტაციებში გამოყენება.

Saturday 9 July 2016

სასწავლო პროექტის მიზნები და ამოცანები

        მოსწავლეები შეძლებენ:
    მოიძიონ  ადგილობრივი მეწარმეებისაგან  ინფორმაცია ტიტების ბოლქვების შეძენის,მათი მოვლა-მოყვანის და რეალიზაციის შესახებ ბოლო 5 წლის განმავლობაში.
მონაცემებზე დაყრდნობით არსებული თანხისა და ფართობის გათვალისწინებით შეადგინონ უტოლობები ბოლქვების შეძენის შესახებ,ააგონ გრაფიკები ტიტების წარმოებისა და რეალიზაციის შესახებ.
.   დააკვირდნენ მიღებულ გრაფიკს და გააკეთონ ანალიზი ყვავილების მცირე ბიზნესში თანხისა და ფართობის რაციონალურად გამოყენების შესახებ.                                                       შერჩეული აუდიტორიისათვის წარმოადგინონ პრეზენტაცია, მოამზადონ ბროშურა რეკომენდაციებით და გადასცენ სკოლის ბიბლიოთეკას და ყვავილების ბიზნესით დაინტერესებულ პირებს.

პროექტის იდეა

                                 მათემატიკა- ყვავილების ბიზნესის განვითარებაში      

     წარმატებისთვის აუცილებელია სწორად დაგეგმვა, ოპტიმალური ვარიანტის წინასწარ შერჩევა. ამის საშუალებას იძლევა მათემატიკის გაკვეთილზე შესწავლილი ცოდნა. რაც უფრო ადრეულ ასაკში ვისწავლით თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, მით  უკეთესად მომზადებული იქნება ახალგაზრდა ცხოვრებისათვის.                                               მეყვავილეობის, კონკრეტულად, ტიტების ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისაგან    მოსწავლეები მოიძიებენ ბოლქვების შეძენის, მოყვანის და რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას, გააკეთებენ ანალიზს, შეაფასებენ და შეარჩევენ ოპტიმალურ ვარიანტს თანხისა და ფართობის  გონივრულად გამოყენების შესახებ. მოამზადებენ ბროშორებს რეკომენდაციებით.

Friday 8 July 2016

მესამე დღის რეფლექსია

      განვიხილეთ პროექტის იდეა, გავეცანით ერთმანეთის იდეებს, მივიღეთ რეკომენდაციები არა მარტო ტრენერისაგან, არამედ მონაწილეებისაგანაც, გამოვიმუშავეთ თანამშრომლობითი უნარ- ჩვევები. გავეცანით პროექტების ნიმუშებს, ვისწავლეთ როგორ ჩამოვაყალიბოთ მიზნები.

Sunday 3 July 2016

მეორე დღის რეფლექსია

ვისწავლე საკუთარი ბლოგის შექმნა,უკეთესად გავიგე პროექტებით სწვლების მნიშვნელობა, ვისწავლე პროექტი რა სახით განვათავსოთ საკუთარ გვერდზე, როცა გამოქვეყნებულია რაღაც იდეა, ცვლილებები როგორ შევიტანოთ.